Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IRI-ის კვლევით, პრეზიდენტის საქმიანობას 70 % უარყოფითად აფასებს

19 ნოემბერი, 2019 12:35

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის ერთი მიმართულება პოლიტიკოსების რეიტინგებს ეთმობა. 

კვლევის მიხედვით უარყოფით მაჩვენებლიან პოლიტიკოსებს შორის მოხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეების 70%- უარყოფითად და მხოლოდ  23% აფასებს დადებითად.

57% უარყოფითად აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, 32% კი - დადებითად.

არასახარბიელო პოზიციაზეა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: 39% - დადებითი; 59% - უარყოფითი.

კვლევის მიხედვით, მოქალაქეების ყველაზე დადებითად „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიმართ არიან განწყობილი. მას 57% - დადებითად, ხოლო 36% - უარყოფითად აფასებს.

ხელისუფების ლიდერთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება კახა კალაძეს ერგო. მას 49% - დადებითად, 42% კი უარყოფითად აფასებს. 

მესამე პოზიციაზეა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი - 47% დადებითი, 41% - უარყოფითი;

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი აქვს „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მის რეიტინგის ბალანსია 66%- უარყოფითი, 14% - დადებითი.

თანაბარი 59 პროცენტიანი უარყოფითი შეფასებები აქვთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს, „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს და „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავას აქვთ. უგულავას და ბურჯანაძეს დადებითად 31%, ხოლო ინაშვილს 29% აფასებს.

კვლევის საველე სამუშაოები აწარმოა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5%;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^