Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მიიტანეს

21 ნოემბერი, 2019 14:40

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოშიც შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები აპროტესტებენ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში შეუფარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მომიტინგეებს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდა, თუმცა ისინი მაინც შევიდნენ.

დემონსტრანტების ადმინისტრაციის შენობებზე ბოქლომის დადებით ხელისუფლებისადმი პროტესტს სიმბოლურად გამოხატავდნენ. მათ მანამდე ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება მოაწყეს. ხელისუფლებამ  საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^