Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფომანს ვუყურებთ - მდინარაძე

22 ნოემბერი, 2019 14:53

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ,    თუმცა იქ შეკრებილმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მდინარაძემ მაჟორიტარულ ოლქთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და ბოქლომების დადებას „მეორადი კმარელების" უნიჭო პერფორმანსი უწოდა.

„დილიდან ვეტერანი გაცვეთილი და მეორადი კმარელების უნიჭო პერფომანს ვუყურებთ. ეს ადამიანები 2003 წალიდან ამ წლების განმავლობაში ვეღარ განითარდნენ.  მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაცა სპექტაკლებს ააწყობენ, რომელთა სპექტაკლებსაც გაგრძელება არა აქვს.

ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია დაემართებოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა შტოს წარმომადგენლებს.

დღეს რაც კიდევ ყველაზე მთავარი იყო, ქართულ პოლიციას მოუწია ხალხისგან „ნაციონალური მოძრაობის" ბოკერიას ფრთის დაცვა," - განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^