Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა

26 ნოემბერი, 2019 17:49

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უკვე დაასრულეს მსჯავრდებულთა შეწყალების ახალ წესზე მუშაობა. შემდეგი ეტაპი დოკუმენტის ირგვლივ სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების გამართვა იქნება. ამასთან ადმინისტრაციაში შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამის შექმნასაც აანონსებენ, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე დაინერგება.

 „ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება.“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი 18 სექტემბერს გამოაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტს, მასში მოხვედრილი მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების გამო, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^