Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ - ბავშთა უფლებების თემაზე ჰაკათონი გაიმართება

27 ნოემბერი, 2019 13:46

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰაკათონი ტარდება. ჰაკათონის მიზანი ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების ციფრული გადაწყვეტების წახალისებაა. ჰაკათონი სახელწოდებით „დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ ისეთი ახალგაზრდების გაერთიანებას ცდილობს, რომლებსაც აქვთ იდეები, აინტერესებთ ტექნოლოგიები, და სჯერათ, რომ ინოვაციურ პროექტებს ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. 

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს კოდის წერის, დიზაინზე და ტექსტებზე მუშაობის უნარი. ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსში როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჰაკათონის დაწყების წინ გუნდებს მიეცემათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემა, რომელსაც 36 საათის განმავლობაში ციფრული გადაწყვეტა უნდა მოუძებნონ.  სამი საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნება, დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: Apple Watch, AirPods, iPad Mini

რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირება მონაწილეობის მსურველებს ამ მისამართზე შეუძლიათ: http://hackoutsidethebox.demlab.ge/ 

აკათონი გაიმართება 7-8 დეკემბერს, გამარჯვებულები კი 17 დეკემბერს გამოვლინდებიან. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს. 

ჰაკათონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა გუნდს ჩაუტარდება ტრენინგი და დაურიგდება შესაბამისი მასალები, სადაც მოცემული იქნება საკითხთან დაკავშირებული გამოსადეგი ინფორმაცია და მონაცემები. 

ინოვაციური გადაწყვეტის მომზადებაში გუნდები გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის, (MICS) მონაცემებს გამოიყენებენ.  


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^