Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს - „თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი კი მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე საუბრობს

27 ნოემბერი, 2019 17:41

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიკროავტობუსების საკითხზე  ისაუბრა.  მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიუღებელია მიკროავტობუსების ამ დგომარეობაში ხილვა ქალაქში, როდესაც დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება. როდესაც ხედავ ქალაქში, რომ მიკროავტობუსები გადაადგილდებიან ამ მდგომარეობაში, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არ ვაპირებ, კიდევ რამოდენიმე წელი ველოდოთ, თუ როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება, განახლება“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, სასწრაფოდ დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია კერძო კომპანიასთან, რომლის მფლობელობაშიც მიკროავტობუსებია და ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

„თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი დავით ასანიძე   კი   აცხადებს, რომ   თუ ტრანსპორტის პრობლემები მგზავრობის ტარიფზე აისახება, კომპანია მზადაა 2020 წლიდან მიკროავტობიუსების პარკის განახლება დაიწყოს.

როგორც დავით   ასანიძე   აცხადებს, კომპანია 115-მილიონიან ზარალზეა, საიდანაც 50 მილიონის ზარალი ლარის კურსის გაუფასურების შედეგად მიადგა.

„თუ არსებული პრობლემები მგზავრობის ტარიფში აისახება, მაშინ კომპანია მზად არის 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლება დაიწყოს. 2011 წელს, როდესაც კომპანიამ ლიცენზია მოიპოვა, დოლარის კურსი 1.65-ზე იყო, მაშინ მიკროავტობუსების განახლებაში თითქმის 63 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო. თუმცა, დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად მგზავრობის ტარიფები დღემდე არ შეცვლილა, კომპანიას კი უკვე 150 მილიონამდე ზარალი აქვს, საიდანაც 50 მილიონი დოლარის კურსის გაუფასურების გამოა.

ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა. დღეისათვის კომპანიამ სხვა გამოსავალი მონახვა ვერ შეძლო", - განაცხადა დავით ასანიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^