Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართულად „სეზან ფაბლიშინგი“ გამოსცემს

18 ივლისი, 2020 14:29

ოქტომბერში, საქართველოში, ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვის“ სულ მალე დაისტამბება, - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ქართულ გამოცემაზე „სეზან ფაბლიშინგი“ იმუშავებს, ხოლო წიგნი ოქტომბრიდან გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ქართულად თარგმნისა და საქართველოში მისი გამოცემის სურვილი უშუალოდ ავტორმა გამოთქვა და ამის შესახებ, ქართველ გამომცემლებს „ტვიტერის“ საშუალების ამცნო. ამ შეთავაზებას ფართო გამოხმაურება და უპრეცედენტოდ დიდი ინტერესი მოჰყვა, რის გამოც, ავტორის სააგენტომ აუქციონი გამართა, სადაც „სეზან ფაბლიშინგმა“ გაიმარჯვა. 

წიგნი მემუარული ჟანრისაა. ავტორი, კანადაში გაზრდილი ნუტრიციოლოგი და მოდელი, მკითხველს საკუთარი სირთულეებით სავსე ცხოვრების შესახებ უყვება. მეი მასკი სამი ძალიან წარმატებული შვილის დედა და ცამეტი შვილიშვილის ბებიაა და სამოცდათორმეტი წლის ასაკშიც ახერხებს, პოპულარული მოდელი იყოს. ცხოვრებაში მას უამრავი დაბრკოლება შეხვედრია და ეს წიგნი სწორედ ამ დაბრკოლებებს და მათ უკან მდგომ ადამიანურ სიძლიერეს წარმოაჩენს. 

გამოცემამდე "ლიბერალი" ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს წიგნიდან. 

მთარგმნელი: გიორგი არონია
რედაქტორი: ელზა ნაბახტეველი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^