Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემოდგომაზე ვინი-პუჰის ახალი სათავგადასავლო წიგნი გამოვა

24 ივლისი, 2021 16:20

2021 წლის შემოდგომაზე, ბრიტანული საბავშვო გამომცემლობა Farshore-ი დათვი ვინი პუჰის შესახებ ახალ სათავგადასავლო წიგნს გამოსცემს. ის ინგლისელი მწერლის, ალან მილნის ორიგინალური ისტორიის „პრიკველია“. 

მწერალ ჯეინ რიორდანის მოთხრობების კრებული „Winnie-the-Pooh: Once There Was a Bear“ 30 სექტემბერს გამოვა. ის გაფორმებულია მხატვარ მარკ ბერჯესის ილუსტრაციებით. გამოცემის თარიღი ემთხვევა ვინი-პუჰის შესახებ პირველი წიგნის გამოცემის 95-ე წლისთავს. კრებული ალან მილნის სტილში დაწერილი 10 მოთხრობისგან შედგება, ილუსტრაციები კი პირველი ვინი პუჰის იერსახის შემქმნელი ინგლისელი მხატვრის, ერნესტ შეპარდის ნახატების იმიტაციაა.

Winnie-the-Pooh: Once There Was a Bear“ („ვინი-პუჰი: იყო და არა იყო რა დათუნია“) ვინი პუჰის შესახებ ისტორიის პირველი პრიკველია, რომლის გამოცემაზეც მილნის და შეპარდის მემკვიდრეები დათანხმდნენ.

წიგნი იმის თხრობით იწყება, თუ როგორ გადასახლდა მაღაზია Harrod-ის თაროდან ვინი-პუჰი კრისტოფერ რობინის სახლში. სწორედ Harrods-ში იყიდა ალან მილნმა 1921 წელს სათამაშო დათვი თავისი შვილის, კრისტოფერ რობინისათვის. წიგნში ვინი პუჰი ასევე სტუმრობს ბუნების ისტორიის მუზეუმს და ლონდონის ზოოპარკს, სადაც გაიცნობს სეხნია დათვ ვინიპეგს (ან ვინის), რომელიც ზოოპარკში 1915-34 წლებში ცხოვრობდა. ალან მილნი და მისი შვილი რეალურ ცხოვრებაში ხშირად სტუმრობდნენ ზოოპარკს, კრისტოფერ რობინს კი ვინიპეგი ისე მოსწონდა, რომ თავის სათამაშო დათუნიას მისი სახელი დაარქვა.

ჯეინ რიორდანს ალან მილნის სტილში ვინი პუჰის შესახებ მანამდე ორი წიგნი აქვს დაწერილი. მისი თქმით, პრიკველი ეფუძნება რამდენიმე ისტორიას კრისტოფერ რობინის რეალური ცხოვრებიდან, ამიტომ ჩნდება წიგნში Harrods-ი და ზოოპარკი.

1960-იანი წლებიდან ალან მილნის პერსონაჟების გამოყენების უფლება აქვს კომპანია  Disney-ს. იმავდროულად, მწერლის ნაწარმოებებზე უფლებას მისი მემკვიდრეები ინარჩუნებენ. ახალი წიგნის გამოცემაში Disney არ მონაწილეობდა.

https://www.theguardian.com/books/2021/jul/23/winnie-the-pooh-goes-to-harrods-in-new-authorised-aa-milne-prequel?fbclid=IwAR3d7iARFY-IXxbgH9uN3qElam9aSGzBPTi5c3Zkzhf2VU-8qKjc_ZO7a7w

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^