Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი „ადამიანი-ობობას“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

24 აგვისტო, 2021 16:39

სტუდიამ Sony Pictures ფილმის „Spider-Man: No Way Home“ („ადამიანი-ობობა“) პირველი თიზერი-ტრეილერი გამოაქვეყნა. ესაა 2015 წელს ხელახლა გადაღებული „ადამიანი ობობას“ ფრანჩიზას მესამე ნაწილი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი (პიტერ პარკერი) და ზენდეა (ემ ჯეი).

ტრეილერში, დოქტორ სტრეინჯის ამპლუაში ჩნდება ბენედიქტ კამბერბეტჩი. სიუჟეტის თანახმად, პიტერ პარკერი მას სთხოვს ისე გააკეთოს, რომ ყველას დაავიწყდეს რომ ის ადამიანი-ობობაა. მომდევნო მოვლენებს დოქტორ სტრეინჯი ასე აღწერს: „ჩვენ დავარღვიეთ სივრცობრივ-დროითი კონტინუუმის სტაბილურობა“.

ტრეილერის ბოლოს ჩნდება ალფრედ მოლინა დოქტორ რვაფეხას როლში - ბოროტი გმირი „ადამიანი-ობობას“ შესახებ გადაღებული 2004 წლის ფილმიდან, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა ტობი მაგუაირმა. ვიდეოში არის ასევე მინიშნება მწვანე გობლინზე - მთავარ ანტაგონისტზე ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებული სხვა ფილმიდან ტობი მაგუაირის მონაწილეობით.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს იგეგმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^