Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სეიშელის გიგანტური კუ ვეგეტარიანელი არ აღმოჩნდა

24 აგვისტო, 2021 19:38

ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაჩნდა პირველი დოკუმენტური მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ნადირობს გიგანტური კუ სხვა ცოცხალ არსებაზე. სეიშელის კუნძულებზე მცხოვრებ გიგანტურ კუს დღემდე მკაცრად ვეგეტარიანელ ცხოველად მიიჩნევდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

2020 წლის ივლისში საკურორტო კუნძულ ფრეგატზე გადაღებულ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ უახლოვდება მდედრი კუ მეთოვლიას ბარტყს, რომელმაც ფრენა არ იცის და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მას ყლაპავს.

კუნძული ფრეგატი კერძო საკუთრებაშია. ის ეკოტურიზმის სამოთხედ მიიჩნევა. მასზე დაახლოებით 3 ათასი გიგანტური კუ ცხოვრობს, რომლებიც Aldabrachelys gigantea-ს სახეობას მიეკუთვნება. გიგანტური კუს სიგრძე 120 სანტიმეტრია, წონა - 300 კგ, ასაკი 150 წელი. მათ ცურვა არ იციან. დღემდე მიჩნეული იყო, რომ ისინი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს კუების შეძენილი ჩვევაა, რისკენაც მათ მეზობლად, ხეებზე მრავლად მცხოვრებმა მეთოვლიებმა უბიძგეს. ბუნებისდაცვითი ღონისძიებების წყალობით ფრეგატზე ამ ფრინველის რაოდენობა აღდგა და 265 ათასს მიაღწია, მაგრამ მათი ბარტყები ხშირად ვარდებიან ბუდეებიდან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^