Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი „მატრიცას“ პრემიერა 22 დეკემბერს იგეგმება

25 აგვისტო, 2021 16:39

სულ მალე, დეკემბერში, ერთდროულად კინოთეატრებსა და სტრიმინგულ სერვისზე HBO Max მეოთხე „მატრიცა“ გამოდის და ეს 18 წლის შემდეგ მას მერე, რაც ფილმის მესამე ნაწილი და ნეოს ისტორიის ფინალი გამოვიდა.

ფილმის გადაღება რომ დაიგეგმა 2019 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. რეჟისორია - ლანა ვაჩოვსკი, მთავარ როლებს ასრულებენ - ისევ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). გადაღებები დაიწყო 2020 წლის თებერვალში და მას შემდეგ გაგრძელების შესახებ სიახლე აღარ გავრცელებულა ვიდრე ლას ვეგასში გამოფენამდე CinemaCon, რომელზეც სტუდიამ Warner Bros. ჟურნალისტებს ფილმიდან კადრები აჩვენა, ასევე გაამხილა სახელწოდება: „The Matrix: Resurrections“ („მატრიცა: გაცოცხლება“). ვიდეო ჯერ ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ ერთადერთი რაც არსებობს, ჟურნალისტების მიერ ნაამბობი ტრეილერის შინაარსია. და აი რას ჰყვებიან ისინი:

ყველაფერი იწყება იმით, რომ კიანუ რივზი ფსიქოთერაპევთან (პატრიკ ჰარისი) მიღებაზეა და უყვება მას, რომ ესიზმრება სიზმრები, რომლებიც თითქოს სიზმრებიც არაა. ხოლო ქუჩაში გადაადგილებისას ხედავს სახასიათო „მატრიცულ“ მწვანე კოდს. კიანუ რივზის პერსონაჟს ჯერ კიდევ ჰქვია თომასი, და არა ნეო - როგორც პირველ ფილმში ინიციაციამდე. „გიჟი ვარ?“, - ეკითხება ექიმს თომასი. „ჩვენ ასე არ ვამბობთ“, - უპასუხებს მას თერაპევტი.

თომასი კაფეში ხვდება ტრინიტის და ესალმება, მაგრამ მათ ერთმანეთი არ ახსოვთ. სახლში ის სვამს ექიმის გამოწერილ ცისფერ აბებს - იმ აბებს, რომლებიც გეხმარება ილუზიაში დარჩე. კიანუ რივზის გმირი ლიფტშია ადამიანებთან ერთად. ის ერთადერთია, ვინც მობილური ტელეფონის ეკრანს არ დაჰყურებს.

ისმის ჯგუფ Jefferson Airplane-ის სიმღერა „White Rabbit“. თომასი ხვდება ადამიანს, რომელიც ძალიან ჰგავს მორფეუსს: მასაც გადაპარსული აქვს თმა და მსგავსი სათვალე უკეთია. ამ გმირის როლს, რომლის სახელიც ჯერ არ ვიცით, ასრულებს არა ლოურენს ფიშბერნი, არამედ იაჰია აბდულ-მატინი II. კაცი თომასს წითელ აბს სთავაზობს. მალე ჩვენ ვხედავთ ლურჯთმიან ადამიანს კურდღლის ტატუთი, ასევე სარკეში გასვლის სცენას.

შემდეგი სცენაა დოჯოში - თომასის და აბდულ-მატინის შერკინება, რომელიც ასევე პირველ ნაწილს ჰგავს. „ერთადერთი რასაც აზრი აქვს ისაა, რომ შენ ძველებურად აქ ხარ. შენ არასდროს დანებდები“, - ეუბნება თომასს „ახალი მორფეუსი“.

შემდეგ ვიდეორგოლში აჩვენებენ დამტენი-ადამიანებით სავსე ველებს და ბევრ მძაფრ სცენას. ერთ-ერთში ვერტმფრენი რაკეტას ესვრის თომას და ტრინიტის. თომასი მას ჰაერში აჩერებს და სხვა ვერტმფრენისკენ მიმართავს. ტრეილერი სრულდება სცენით, რომელშიც თომასი ოფისშია საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ჯონატან გროფის პერსონაჟთან ერთად, რომლის სახელიც ჯერჯერობით ასევე არ ვიცით. „თქვენ დაბრუნდებით იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. უკან მატრიცაში“, - ამბობს ის. ბოლოს ეკრანზე ჩნდება ფილმის სახელწოდება.

„The Matrix: Resurrections“ პრემიერა 22 დეკემბერს იგეგმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^