Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Nirvana-ს ალბომის ყდაზე გამოსახული ჩვილი გაიზარდა და ჯგუფს უჩივის

25 აგვისტო, 2021 18:24

ლოს-ანჯელესის მცხოვრები, 30 წლის სპენსერ ელდენი, რომელიც Nirvana-ს ცნობილი ალბომის „Nevermind“ ყდაზეა გამოსახული, ჯგუფის ყოფილ წევრებს საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების გამო უჩივის.

სპენსერ ელდენი საჩივარში ამტკიცებს, რომ მის მშობლებს ცნობილი ფოტოს კომერციულ გამოყენებაზე თანხმობა არასდროს მიუციათ. ის თითოეული მოპასუხისგან მოითხოვს 150 ათასს დოლარს კომპენსაციის სახით - აშკარად სექსუალური ხასიათის პირადი მასალების გავრცელების გამო, რომლისგანაც Nirvana და სხვა მხარეები დღემდე იღებენ კომერციულ სარგებელს. ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსარჩელე მოითხოვს ასევე საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა და მას სასამართლო ხარჯები აუნაზღაურდეს.

საქმეში მოპასუხეები არიან კურტ კობეინის მემკვიდრეები, ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი, დრამერები დეივ გროლი და ჩედ ენინგი, ყდის ავტორი - კერკ ვედლი, დიზაინერი - რობერტ ფიშერი, ასევე ხმისჩამწერი კომპანიები Universal, Geffen, Warner და MCA.

ალბომი „Nevermind“ 1991 წელის სექტემბერში გამოიცა და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომად იქცა. მის ყდაზე გამოსახულია შიშველი ჩვილი აუზში, რომელიც ანკესზე ჩამოცმული დოლარის კუპიურისკენ მიიწევს. ყდის ფოტოს გადაღებებზე ფოტოგრაფმა ვედლმა მიიწვია თავისი ნაცნობები - ცოლ-ქმარი ელდენები, თავის 4-თვიან შვილთან ერთად. გადაღებებში მონაწილეობისათვის მათ 200 დოლარი გადაუხადეს. „Nevermind“-ის ყდა პოპ-კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია.

მანამდე, ელდენს არაერთხელ აღუდგენია ფოტო აუზში „Nevermind“-ის იუბილეების აღსანიშნავად და მკერდზე ალბომისსახელწოდებიანი ტატუც გაიკეთა. თუმცა 2016 წლის შემდეგ ამტკიცებდა, რომ მანამდე რამდენჯერმე შეეცადა Nirvana-ს წევრებთან დაკავშირებას რომ ყდისათვის ანაზღაურება მიეღო, მაგრამ არავინ გამოეხმაურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^