Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლო 30 წელიწადში ჰიპერტონიით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

26 აგვისტო, 2021 13:41

მაღალი არტერიული წნევით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა დღეს მსოფლიოში თითქმის 1,3 მილიარდია. მათი ნახევარი აუცილებელ მკურნალობას ვერ იღებს, ყოველმა მეორემ კი თავისი დაავადების შესახებ არც იცის.

ასეთია მასშტაბური კვლევის შედეგები, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა ამ სფეროში. მონაცემები ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა. ავტორებმა უდიდესი მოცულობის მონაცემები შეაგროვეს და გააანალიზეს. კერძოდ, მათ თავი მოუყარეს მთელი მსოფლიოს პაციენტების წნევის მონაცემებს 1990 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.

ეს იმ ფონზე, როდესაც ჰიპერტონიის დიაგნოსტირება სახლის პირობებში საკმაოდ იოლია. წნევის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება შედარებით იაფია განვითარებად ქვეყნებშიც კი, ხოლო ჰიპერტონიის ტიპური გართულებები - ინსულტი, ინფარქტი, გულის და თირკმლის უკმარისობა - სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ყოველწლიურად ამ დაავადებებს 18 მილიონი ადამიანი ეწირება.

სტატისტიკის თანახმად, ჰიპერტონია კაცებში უფრო გავრცელებულია (51%), ვიდრე ქალებში (41%), მაგრამ ისინი ექიმს ბევრად იშვიათად მიმართავენ. კვლევის თანახმად, მაღალი წნევით დაავადებული კაცების თითქმის 2/3 (62%) არანაირად მკურნალობს. ამასთანავე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არტერიული ჰიპერტონიის პრობლემა, გავრცელების ხარისხით, ტრადიციულად ბევრად მწვავეა, ვიდრე მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.  

მეცნიერები ჰიპერტონიით დაავადებული პაციენტების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ზრდას მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობის დაბერებით ხსნიან. მათი განცახადებით, ასაკის მატებასთან ერთად, არტერიული ჰიპერტონიის სიხშირე იზრდება, ხოლო მოხუცების რაოდენობის ზრდა ჯანდაცვის სისტემის დატვირთვას ზრდის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^