Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეცნიერებმა უცნობი კუნძულის აღმოჩენის ფაქტი შეაფასეს

31 აგვისტო, 2021 17:50

დანიელმა და შვედმა მეცნიერებმა გრენლანდიის სანაპიროსთან შემთხვევით ახალი კუნძული აღმოაჩინეს. ის პლანეტის ხმელეთზე ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილია.

გრენლანდიის ჩრდილოეთში მეცნიერები 2021 წლის ივლისში ჩავიდნენ. მათი მიზანი კუნძულ ოდააკზე ნიმუშების შეგროვება, ექსტრემალურ პირობებში მცხოვრები ახალი სახეობების მოძიება და მათი შესწავლა იყო. დღემდე მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილად ეს კუნძული მიიჩნეოდა.  

ექსპედიციის დროს, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ოდააკზე იყვნენ. მათი თქმით, ეს ხმელეთის პატარა ფრაგმენტია (60/30 მეტრზე მოცულობით). მხოლოდ ექსპედიციის დასრულების შემდეგ, მათ, შეადარეს რა ერთმანეთს დანიის არქტიკული კუნძულების მონაცემები, მიხვდნენ, რომ კუნძული, სადაც ისინი იყვნენ ოდააკისაგან 780 მეტრით ჩრდილო-დასავლეთითაა.  

მათი თქმით, მეცნიერული თვალსაზრისით, ეს განსაკუთრებულად ფასეული აღმოჩენა არაა, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით სასიხარულოა, რომ პირველ ადამიანები არიან, ვინც პლანეტის ყველაზე ჩრდილოეთ კიდეს ფეხი დაადგა.

ყინულის მოძრაობას ამ რაიონში მუდმივად მოსდევს პატარა კუნძულების გაჩენა ან გაქრობა, რადგან მათ შეუძლიათ როგორც ზღვის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრით ამაღლება, ასევე მის ქვეშ არსებობა. გრენლანდიის ამ ნაწილის რუკები არაზუსტია და მათ მუდმივად ასწორებენ.

მეცნიერების იდეაა, კუნძულს კეკერტაკ ავანარლეგი დაარქვან, რაც გრენლანდიურად „ყველაზე ჩრდილოეთ მიწას“ ნიშნავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^