Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ცხრა იდეალური უცნობი“ - ახალი სერიალი „დიდი პატარა ტყუილების“ ავტორებისაგან

01 სექტემბერი, 2021 15:59

ამერიკულ სტრიმინგულ სერვისზე Hulu ამ ზაფხულის ყველაზე ვარსკვლავური და სადავო სერიალის „9 იდეალური უცნობის“ („Nine Perfect Strangers“) რამდენიმე ეპიზოდი გამოვიდა.

ისევე როგორც „დიდი პატარა ტყუილები“, ეს სერიალიც ლიან მორიარტის წიგნს ეფუძნება და მისი პროდიუსერიც დევიდ კელია. შოუში უნიკალური სამსახიობო შემადგენლობაა: ნიკოლ კიდმანი, მელისა მაკარტი, ბობი კანავალე, სამარა უივინგი და ლუკ ევანსი.

ნიკოლ კიდმანი იდუმალი გამაჯანსაღებელი ცენტრის რუსი მეპატრონის როლს ასრულებს.

გამაჯანსაღებელ ცენტრი „ტრანკვილიუმი“ მწვანე სამოთხეშია. მას არავინ უკეთებს რეკლამას, მაგრამ მის შესახებ ლეგენდები დადის. კლიენტებს „ხელახალ დაბადებას“ ჰპირდებიან სულ რაღაც ათი დღის განმავლობაში. აქ მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია, აკრძალულია ასევე ამ კურორტის შესახებ წერა სოცქსელებში; შესაძლოა სასმელებშიც რაიმე აკრძალულ ნივთიერებებს ყრიან.

„ტრანკვილიუმში“ მოსახვედრად დიდი ფული საკმარისი არ არის: აქ მხოლოდ რჩეულებს იღებენ. ამ რჩეულთა სიას კი ადგენს იდუმალი მაშა (ნიკოლ კიდმანი) - ყინულის დედოფალი მძიმე რუსული აქცენტით, რომელიც თავად უკვე „გარდაისახა“ და ახლა იმავეს მიღწევაში სხვებს ეხმარება.

ამ „სხვებს“ შორის არიან - სასიყვარულო რომანების წარმატებული მწერალი ქალი, რომელიც თაღლითი თაყვანისმცემლის მსხვერპლი ხდება (მელისა მაკარტი); ოჯახი, რომელსაც ბავშვი დაეღუპა (მაიკლ შენონი, აშერ კედი და გრეის პატენი); მარტოხელა ნარკოდამოკიდებული, რომელიც ყველას თითქოს სადღაც უნახავს (ბობი კანავალე); ფიცხი გეი, კათოლიკეების ოჯხიდან (ლუკ ევანსი), წარმატების იდეით შეპყრობილი ინსტაგრამის ვარსკვლავი (სამარა უივინგი), მოწყენილი ახალგაზრდა მილიონერი (მელვინ გრეგი) და უსათნოესი ქალი, რომელიც ზოგჯერ ფიქრობს, როგორ დაასახიჩროს დანარჩენები (რეჯინა ჰოლი).

ამ მრავალპერსონაჟიან კომპოზიციას ემატებიან მაშას იდუმალი მცველები და ანონიმი მდევარი (ან მდევართა ჯგუფი), რომელიც მას მოკვლით ემუქრება.

ეს გამაჯანსაღებელი კურორტი სამყაროსგან იზოლირებულ დანაშაულის ადგილად გადაიქცევა (როგორც აგატა კრისტის რომანებში), მაგრამ გმირებმა ამის შესახებ არაფერი იციან და ბედნიერები შიშვლები ბანაობენ კურორტზე.

„ცხრა იდეალურ უცნობს“ კრიტიკა ისეთი კეთილგანწყობით არ შეხვედრია, როგორც „დიდ პატარა ტყუილებს“, მაგრამ მისი ნახვა ყველა შემთხვევაში ღირს.           

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^