Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსის წაკითხვა მიუსაჯა

06 სექტემბერი, 2021 16:12

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ლიტერატურის წაკითხვა მიუსაჯა.

21 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ინტერნეტიდან ქსენოფობიური შინაარსის და ასაფეთქებელი ნითიერებების დამზადებასთან დაკავშირებულ მასალებს ტვირთავდა, სასჯელის სახით მიიღო ორწლიანი პირობითი პატიმრობა და ჩარლზ დიკენსის, ჯეინ ოსტინის და სხვათა წაკითხვა. უფლებადამცველებმა ეს ძალიან მსუბუქ სასჯელად მიიჩნიეს და მის გამკაცრებას მოითხოვენ.

ბრიტანული ანტიტერორისტული კანონების თანახმად, ისეთი ინფორმაციის შეგროვება, რომელიც შესაძლოა გამოიყენონ ტერაქტის ორგანიზებისათვის, 15-წლამდე პატიმრობით ისჯება. მაგრამ მოსამართლე ტიმოთი სპენსერმა ჯონსისთვის მისჯილ ტრადიციულ, მაგრამ მსუბუქ სასჯელს უცნაური პირობაც დაუმატა.

„დიკენსი წაგიკითხავს? და ოსტინი?“, - ჰკითხა მან ჯონს სასამართლო პროცესზე. „დაიწყე ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენით“ და დიკენსის „ორი ქალაქის ამბავით“. წაიკითხე ასევე შექსპირის „მეთორმეტე ღამე“. იფიქრე [თომას] ჰარდიზე. იფიქრე [ენტონი] ტროლოპზე“... „4 იანვარს მომიყვები რა წაიკითხე და მე გამოგცდი“, - დასძინა მოსამართლემ.

ჯონის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების თანახმად, ის ინგლისური ლიტერატურისაგან ძალიან შორსაა. პოლიცია მას ახასიათებს, როგორც რასისტს და ნეონაციზმის იდეოლოგიის მიმდევარს. მისი კომპიუტერის დისკზე ექსტრემისტული შინაარსის თითქმის 70 ათასი, მათ შორის ანტისემიტური და რასისტული ხასიათის დოკუმენტი აღმოაჩნდა.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებულისათვის ასეთი მსუბუქი სასჯელი ცუდი გზავნილია და შესაძლოა სხვა ექსტრემისტები წაახალისოს. ბრიტანეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ჯონის სასჯელის გადახედვის შესახებ მოთხოვნა მიიღო და საკითხს ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

სალი რუნის მესამე რომანი შემოდგომაზე გამ ...

29 წლის ირლანდიელმა მწერალმა სალი რუნიმ ახალი რომანის გამოცემა დააანონსა. ის ავტორია ორი გახმაურებული რომანისა - „ ...
^