Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხათუნა გოგორიშვილის განცხადების პასუხად

01 მაისი, 2013 18:02

რადგან ბოლო რამდენიმე თვეა აღარ ვაკეთებ სატელევიზიო კომენტარებს ამა თუ იმ საკითხზე, და რადგან არსებობს მედიის ინტერესი ამ თემისადმი (დამირეკეს “რუსთავი 2”-ის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და “მაესტროს” ჟურნალისტებმა), ხათუნა გოგორიშვილის ბრალდებასაც ამ მოკლე განცხადებით გამოვეხმაურები.

საინფორმაციო სააგენტო “Front News”-ზე ვკითხულობთ:

“საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელობის დიდი ნაწილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ჟურნალისტ შორენა შავერდაშვილის მამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის სტამბებში იბეჭდება". ამის შესახებ გოგორიშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.” 

უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სტამბა “სეზანი”, რომელიც 1994 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი პირველი იყო პოლიგრაფიულ ბაზარზე, მართლაც ეკუთვნის მამაჩემს, ტარიელ შავერდაშვილს. არსებობის თითქმის 20 წლის მანძილზე, “სეზანი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სტამბა გახდა, თავისი ტექნიკური აღჭურვილობითა და გამოცდილებით. “სეზანთან” წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, “ნაციონალური მოძრობა”), ისე კერძო კომპანიები, პატარა თუ დიდი გამომცემლები.

“სეზანის” კლიენტები ვართ ჩვენც, სადაც უკვე 9 წელია იბეჭდება ჩვენი გამოცემები და სადაც იბეჭდება ჟურნალი “ლიბერალიც”, არა უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა. ჩვენც ისეთივე გადამხდელები ვართ სასტამბო მომსახურების, როგორც “სეზანის” სხვა კლიენტები.

“სეზანი” ასევე წლებია ბეჭდავს სახელმძღვანელოებს. გამონაკლისი მხოლოდ ბოლო წლები იყო, როცა “შაშკინის განკარგულების” თანახმად და გამომცემლებთან არაოფიციალური მოლაპარაკების საფუძველზე, ყველა სახელმძღვანელო ერთ სტამბაში, “24 საათის” სტამბაში დაიბეჭდა და ამით შეიქმნა ხელოვნური მონოპოლისტი ბაზარზე. 2011 წელს ხელისუფლების პოლიტიკის მსხვერპლი სწორედ სტამბები იყვნენ.

ამჯერად, განათლების სამინისტრომ სათანამშრომლოდ ოთხი სტამბა შეარჩია და ძირითად კრიტერიუმად სტამბების “მატერიალურ-ტექნიკური” ბაზა დაასახელა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სახელმძღვანელობის ბეჭდვის პროცესში, დრო და სისწრაფე, ხარისთან ერთად, ერთ-ერთი მნიშჳნელოვანი ფაქტორია.

ამ ოთხ სტამბაშია “24 საათის” სტამბაც, რომელიც წარმადობით ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ვეჭვობ, 24 საათის სტამბა ახალი ხელისუფლების “ფავორიტების” ნუსხაში შედიოდეს. ხათუნა გოგორიშვილმა კი ის რატომღაც არ დაასახელა. აქვე ავღნიშნავ, რომ “სეზანი” სახელმძღვანელობის მხოლოდ 10 პროცენტს დაბეჭდავს და ეს ვერანაირად ვერ არის “დიდი ნაწილი”, როგორც ამას ქალბატონი ხათუნა აღნიშნავს.

განათლების სამინისტროს უფასო სახელმძღვანელობის დარიგების ინიციატივაზე, რომელმაც სრულიად გარიყა პროცესიდან გამომცემლები, “ლიბერალმა” არაერთი კრიტიკული სტატია დაწერა და არერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა გამომცემლებისადმი. განათლების სამინისტროს მისამართით ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს, მათ შორის სტამბებთან მოლაპარაკების პროცედურებზე და “ლიბერალი” აქტიურად წერს ამ თემებზე.

იმის შესახებ, თუ რამდენად ვარ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, როგორც ამას ქალბატონი ხათუნა ამტკიცებს, კომენტარი არასერიოზული მგონია. რაც შეეხება ბრალდების მეორე ნაწილს, რომ “სეზანი” ჩემს გამო მოხვდა განათლების სამინისტროს ნუსხაში - ეს აბსურდიაა და ამას “სეზანის” ბიოგრაფიაც ცხადყოფს.

სამწუხაროა, რომ პარლამენტარი, რომელიც, წესით, კარგად იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს და მათ საქმიანობას, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^