Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმაღლესი განათლების გავლენა დასაქმებაზე

28 ივნისი, 2013 18:26

"უმაღლესი განათლება საქართველოში შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდის მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს,"- აღნიშნულია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში. 

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მკვლევარმა თამარ ბრეგვაძემ და რევაზ აფხაზავამ განაცხადეს, სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების პირობებში უმაღლესი განათლების მქონე პირის დასაქმების შანსები მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით 2-ჯერ იზრდება, ხოლო დაქირავებით დასაქმების ალბათობა კი - 5-ჯერ:

"მაგისტრატურის დამთავრება უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის არ იწვევს მნიშვნელოვან ნამატს სახელფასო შემოსავლებში, თუმცა მაგისტრის დიპლომის მქონე პირის დასაქმების შანსები ბაკალავრის დიპლომის მქონე პირთან შედარებით 70%-ით მაღალია. შესაბამისად, მაგისტრატურა არა შემოსავლების, არამედ დასაქმების ალბათობის გაზრდის საშუალებაა,"- აღნიშნულია ანგარიშში.

მკვლევართა განცხადებით, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის კვლავ შეზღუდულია:

"ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ჯგუფში უმაღლეს განათლებაში ჩართულობის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მდიდარი მოსახლეობის ჯგუფში - 38%-ს. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდათა წილი გაცილებით მაღალია იმ ოჯახებში, სადაც ოჯახის უფროსსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული (73%), ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც ოჯახის უფროსს მხოლოდ ზოგადი განათლება აქვს(18%)."

უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ინსტიტუტი შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით მიმართავს. უმაღლესი განათლებიდან მოგების კოეფიციენტის გაზრდის ხელშემწყობ პირობებად ინსტიტუტის წარმომადგენლები შემდეგ ფაქტორებს ასახელებენ: დასაქმებიდან ჯამური შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია ემპირიული მონაცემების გათვალისწინებით, უმაღლესი განათლების სისტემის შედეგების ბაზრის მოთხოვნასთან შესაბამისობა, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

კვლევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის "საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება" ფარგლებში მომზადდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^