საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, წიაღისეული რესურსების მომპოვებელმა კომპანიებმა არაერთი სალიცენზიო პირობა დაარღვიეს.
სამინისტროს დათვლით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.
2013 წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელსაც კანონმდებლობით სალიცენზიო პირობების შემოწმების ინპექტირება ევალება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევის 392 ფაქტი გამოავლინა.
მათ შორის, შემოწმებული 25 კომპანიიდან, 9 კომპანიის საქმესთან დაკავშირებით, შემოწმების მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა, ხოლო 16 ლიცენზიანტის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდართღვევათა ოქმები შედგა და საქმეები შესაბამის სასამართლოებს გადაეგზავნა.
კომპანიის დასახელება |
ლიცენზიის ნომერი |
ადგილმდებარეობა |
დარღვევის ტიპი |
გარემოსთვის მიყენებული ზიანი, ლარებში |
შპს „ჩემპიონი“ |
1000383 |
მდინარე მაშავერაზე „ნახიდურის“ ქვიშა–ხრეშის მოპოვება (ბოლნისის რაიონი, სოფელი ნახიდური) |
2012 წელს, სამთო მინაკუთვნის ტერიტორიაზე პროექტის გარეშე მოპოვებულ იქნა 10508 კუბური მეტრი ქვიშა–ხრეში |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „მონოლითი“ |
100182 |
მდ. გლდანულას ჭალის ტერასაზე ქვიშა–ხრეშის მოპოვება (მცხეთის რაიონი, სოფ. მამკოდას მიმდებარე ტერიტორია) |
ინერტული მასალების მოპოვება მიმდინარეობდა სამთო მინაკუთვნის პროექტის გარეშე |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „აკო“ |
0000016 |
‘იტავაზას’ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვება (საჩხერის რაიონის სოფ. სავანეს მიმდებარე ტერიტორია) |
კომპანიამ სამთო მინაკუთვნის გარეთ 1000 კუბმეტრი ქვიშა–ხრეში მოიპოვა |
1,200,00 |
შპს „ბორან მაინინგი“ |
1000941 |
„ოფშკვეთის“ ქვიშა–ხრეშის მოპოვება (წყალტუბოს რაიონი, სოფელი ოფშკვეთი) |
გამოვლინდა 249 440 კუბურ/მეტრი ქვიშა–ხრეშის უკანონო მოპოვება |
249,640, 00 |
შპს „ჩოლაბური“ |
00354 |
„გეზერულას“ ხეობაში გაბრო–დიაბაზის მოპოვება (ზესტაფონის რაიონი, სოფელი შრომა) |
მოპოვებითი სამუშაოები კომპანიამ აწარმოა სამთო მინაკუთვნის კონტურს გარეთ |
325.00 |
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ |
100330 |
ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მანგანუმის მოპოვება (ჭიათურა, საჩხერის რაიონი) |
მოპოვებითი სამუშაოების დროს ნიადაგების დეგრადაცია, გადახსნითი სამუშაოები ნაყოფიერი ფენის მოხსნის გარეშე, ტექნიკური პროექტების დარღვევით, მოპოვება დამუშავების დროექტის გარეშე |
2,079,582.30 |
შპს „გზა“ |
1000914 |
მდ. ყვირილას ქვიშა–ხრეშის მოპოვება (საჩხერის რაიონი, სოფ.ჩიხა) |
მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოებია სამთო მინაკუთვნს გარეთ, უკანონოდ მოპოვებულია 209.88კუბ/მეტრი ქვიშა–ხრეში |
209.88 |
შპს „დარკვეთი 2009“ |
100618 |
„დარკვეთის“ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვება (ჭიათურის რაიონი, სოფ. დარკვეთი) |
შემოვლით საკარიერო გზაზე ფუჭი ქანის უკანონოდ დაყრა; კონტურს გარეთ უკანონოდ მოხსნილი მიწის ნაყოფიერი ფენა |
|
შპს „ბლექ სი სტოუნი“ |
1000398 |
ბაზალტის მოპოვება (თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი დიდი ირაგა) |
კომპანია ბაზალტის მოპოვებას აწარმოებდა საბადოს დამუშავების პროექტის დარღვევით, უკანონოდ მოიპოვა 51კუბური მეტრი ბაზალტი |
455.00 |
ინდმეწარმე დავით გიორგაძე |
1001238 |
მდ. ყვირილას ქვიშა–ხრეშის მოპოვება (საჩხერის რაიონი, სოფ. ჩიხა) |
მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს საბადოს დამუშავების პროექტის გარეშე |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ |
100330 |
ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მანგანუმის მოპოვება (ჭიათურა, საჩხერის რაიონი) |
ლიცენზიის კონტურში (რკინის მაღარო) შემავალ სახელმწიფო ტყის ფონდში ხე–ტყის უკანონო ჭრა |
158,832.00 |
შპს „ნიუ სფეისი“ |
1000366 |
მდ. ჩხერიმელას ქვიშა–ხრეშის მოპოვება (ხარაგაულის რ–ნი, სოფ. საღანძილე |
მოპოვება სამთო მინაკუთვნის კონტურს გარეთ. არ აქვს წყლის გამწმენდი ნაგებობა, გაუწმენდავი წყლები ჩადის მდ. ჩხრემილაში |
97,998.00 |
შპს „თაბაშირ ინვესტი“ |
101057 |
„მუხლი–წესის“ თაბაშირ–ანჰიდრიტის მოპოვება (ამბროლაურის რაიონი, სოფ. მუხლი) |
საბადოს დამუშავების პროექტის პირობების დარღვევა |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „აზსაქმშენალიანსი“ |
მთავრობის განკარგულება |
თეთრიწყაროს რაიონი |
წიაღისეულის კონურს გარეთ უკანონო მოპოვება |
27,557.40 |
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ |
|
ქვიშა–ხრეშის მოპოვება |
მდინარე იორის მარჯვენა კალაპოტიდან ქვიშა–ხრეშის უკანონო მოპოვება |
41,099.00 |
შპს „ნუოვო გლობალ“ |
00630, 00884 |
„სააკაძის“ ქვიშა–ხრეშის მოპოვება (გარდაბნის რაიონი, სოფელი სააკაძე) |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება საბადოს დამუშავების პროექტის გარეშე |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „თევანი“ |
01063 |
„სააკაძის“ ქვიშა–ხრეშის მოპოვება (გარდაბნის რაიონი, სოფელი სააკაძე) |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება საბადოს დამუშავების პროექტის დარღვევით |
|
შპს „კავკასენერგო“ |
მთავრობის განკარგულება |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება (ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. მეჯინისწყალი) |
უკანონოდ მოპოვებულია 21858,08 კუბური მეტრი ქვიშა–ხრეში |
22,058.00 |
შპს“მეგა სერვის ცენტრი“ |
მთავრობის განკარგულება |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება (ქობულეთის რაიონი,სოფელი ქვ. სამება) |
უკანონოდ მოპოვებულია 6292,4 კუბური მეტრი ქვიშა–ხრეში |
6,492.50 |
შპს „ამბროლაურის ავტოგზა“ |
1000216 |
მდ. რიონზე „ქვიშარის“ ქვიშა–ხრეშის მოპოვება“ (ამბროლაურის რ–ნი, სოფელი ქვიშარი) |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება საბადოს დამუშავების პროექტის გარეშე |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „დანი ჯგუფი“ |
1000854 |
მდ. რიონზე ხვანჭკარის ქვიშა–ხრეშის მოპოვება (ამბროლაურის რ–ნი, სოფ. ხვანჭკარა) |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება საბადოს დამუშავების პროექტის გარეშე |
ინფორმაცია უცნობია |
ი/მ გელა ჩიკვილაძე |
100861, 0000020 |
საკიცნის ქვიშა–ხრეშის მოპოვება (გარდაბნის რაიონი, სოფ. სააკაძე) |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება საბადოს დამუშავების პროექტის დარღვევით |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „ჯუსტანი“ |
100631 |
ტეშენიტის მოპოვება (წყალტუბოს რაიონი, სოფ. ოფურჩხეთი) |
მოპოვება საბადოს დამუშავების პროექტის დარღვევით |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „მირაბილიტი მაინინგი“ |
1000455 |
მირაბილიტის საბადოების შესწავლა–მოპოვება (საგარეჯოს რაიონი, სოფ. სრასნოგორსკი) |
ლიცენზიის პირობით, გათვალისწინებული ქარხანა არ ააშენა, რომელიც 2013 წლის სექტემბერში უნდა აეშენებინა |
ინფორმაცია უცნობია |
შპს „სოილ ჯორჯია“ |
1000479, 1000480 |
ქვიშა–ხრეშის მოპოვება (გარდაბნის რაიონი, სოფ. აღთაკლა) |
სამუშაოები მიმდინარეობდა სამთო მინაკუთვნის პროექტისა და სამარკშეიდერო დოკუმენტაციის გარეშე |
ინფორმაცია უცნობია |
|
|
|
|
გარემოსთვის მიყენებული ზიანი სულ 2,685,449.08 |