Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შეკრების თავისუფლების საკითხები HRW-ის ანგარიშში მოხვდა

21 იანვარი, 2014 18:04

საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახულია საქართველოში შეკრების თავისუფლებასთან და მედიასთან დაკავშირებული საკითხებიც. 

ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც HRW-ის ანგარიშში მოხვდა, 2013 წლის 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებია. 

"8 თებერვალს ასობით პროტესტის გამომხატველი დემონსტრანტი თბილისში ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ შეიკრიბა, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ქვეყნისა და ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვით გამოსვლას. დემონსტრანტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრსა და თბილისის მერს, ასევე ფიზიკურად შეეხნენ მათ. სახალხო დამცველმა პოლიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმის მიუხედავად, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა პროტესტის გამომხატველი დემონსტრანტების რაოდენობაზე, მოთხოვნებსა და განწყობაზე. სასამართლომ ორი დემონსტრანტი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

მედიის თავისუფლების მდგომარეობის აღწერისას, ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ბეჭდვითი და სამაუწყებლო მედია აქვს. თუმცა ყურადღება ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობაზე მახვილდება.

"2013 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა დაამტკიცა მედიის შესახებ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომლებსაც მედიაორგანიზაციათა კოალიცია უჭერდა მხარს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფრო დემოკრატიულ შემადგენლობას, სატელევიზიო კომპანიების მეტ ფინანსურ გამჭვირვალობასა და მოთხოვნას, რომ საკაბელო ქსელებმა და ინფორმაციის სატელიტურმა პროვაიდერებმა გადასცენ ახალი ამბების გამომშვები ყველა სატელევიზიო არხი. ადრე მათ ეს მოეთხოვებოდათ მხოლოდ არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში. ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები აცხადებდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, არ განეახლებინა მათთან კონტრაქტები 2013 წლის სექტემბერში, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტელეარხის დირექტორის წერილობით ბრძანებაში კონტრაქტების განუახლებლობის მიზეზად ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყება იყო დასახელებული, მან ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ მას მათი „ტონი“ არ მოსწონს", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^