Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

HRW: შსს სათვალთვალო აპარატურას ინარჩუნებს

21 იანვარი, 2014 17:57

საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი თავიც საქართველოს ეხება, შსს სათვალთვალო აპარატურას ინარჩუნებს, რაც მას სასამართლოს კონტროლის გარეშე ყველანაირი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

"2013 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ გაანადგურა 181 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფარული ვიდეოჩანაწერები ადამიანების პირადი, ძირითადად, სექსუალური ცხოვრების შესახებ, რომლებიც წინა წლებში ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის შედეგად იყო მოპოვებული. ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. მაისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი,სადაც ფიგურირებდა ჟურნალისტი, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მინისტრის მოადგილე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და იგი სასამართლო პროცესის მოლოდინში იყო პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებისა და გავრცელებისთვის. ხელისუფლებას სხვა უკანონო ფარული ჩანაწერები არ გაუნადგურებია. ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის ძალითაც უკანონო თვალთვალში ჩართული პირები, აგრეთვე ის პირები, რომელთაც ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ და ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ 20 ნოემბრამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებოდნენ", - ნათქვამია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს ეხება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^