Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევის შედეგები: ნაკლები გოგო აგრძელებს კარიერას ტექნოლოგიების და მათემატიკის (STEM) პროფესიებში

04 თებერვალი, 2014 19:36

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო, კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტთან (IPM-Research) თანამშრომლობით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა 2013 წლის ივლისში დაიწყო. მონაცემების მოპოვება და დამუშავება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ განათლების მიღების განმავლობაში, რომელიც სკოლიდან იწყება, ვითარდება და აღწევს დასაქმების ეტაპს, გოგონების აკადემიური მოსწრება და მიღწევები STEM-ის საგნებში, მინიმუმ უტოლდება, ან უსწრებს ბიჭების აკადემიურ მოსწრებას და მიღწევებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიჭებთან შედარებით, უფრო ნაკლები გოგონა აგრძელებს კარიერას STEM პროფესიებში.

რაოდენობრივმა და ხარისხობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგონები ნაკლებად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს STEM-ის საგნებში ვიდრე ბიჭები. ამის გარდა, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ოჯახის გავლენა კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ მიერ მომავალი პროფესიის შერჩევაში. 

„ აუცილებელი ხდება ხელი შევუწყოთ გოგონების ინტერესების მოტივაციას, რათა მათ განუვითარდეთ რწმენა საკუთარ თავში და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის უნარებში.“ - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^