სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გაამართლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი გაასაჩივრა, სადაც ახალაია გამართლდა. საქმე ე.წ. "მამარდაშვილის ეპიზოდს" ეხება. რომელშიც ყოფილი თავდაცვისა და შსს-ს მინისტრი უკვე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.