Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰიბრიდული სიმინდის წარმოებით დაზარალებული ფერმერები "სახელმწიფო აფიორის" გამოძიებას ითხოვენ

18 თებერვალი, 2014 17:58

ჰიბიდული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულმა ფერმერებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გლეხებს ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის გამოყენების შეღავათიან პირობებს სთავაზობდა, 2011 წელს დაიწყო. პროგრამის პირობების მიხედვით, ფერმერებს სათესლე მასალის ღირებულების გადახდა მოსავლის აღების შემდეგ უნდა დაეწყოთ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, უხარისხო სათესლე მასალის გამო იმდენი მოსავალი ვერ მიიღეს, რამდენსაც ვარაუდობდნენ, შესაბამისად ბანკებიდან აღებული აგროსესხების გადახდა გაუჭირდათ. კრედიტების გადაუხდელობის გამო, რამდენიმე ფერმერმა საცხოვრებელი დაკარგა. 

ამირან რუაძე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყიდანაა. მისი საქმე სასამართლოშია და, როგორც ამბობს,  "დღეს თუ ხვალ სახლს გაუყიდიან". 

"49 ათასი ლარი დავხარჯე. მოსავალი ცოტა მოვიდა, რადგან თესლი ცუდი იყო. ვალებს ვიღებ მუდმივად, რომ ძველი ვალები გადავფარო. სახლი მაქვს ჩადებული. პროგრამაში გათვალისწინებული იყო, რომ რეალიზაციაშიც დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ არავინ არაფერში დაგვხმარებია. მერე პრეზიდენტი დაგვპირდა ვალებს ჩამოგაწერთო, მაგრამ ასე არ მოხდა", - ამბობს  რუაძე. 

"სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირში", სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ფერმერები არიან გაწევრიანებულები. კავშირის თავმჯდომარეს, ელიზაბეტ ფიოდოროვა-ქორიძეს თან აქვს დასკვნა, რომელიც ესპერტიზამ "პიონერის" ჯიშის სათესლე მასალაზე მოამზადა. დასკვნაში წერია, რომ “ჩატარებული ცდების და დაკვირვების შედეგები საფუძველს გავძლევს დავადასტუროთ, რომ დამკვეთის მიერ წარმოდგენილი სიმინიდის მარცვალი არ შეესაბამება სტანდარტით გათვალსიწინებულ მოთხოვნებს და ამდენად მისი სათესლედ გამოყენება დაუშვებელია”. 

"ლაბორატორიულ პირობებში სათესლის მასალის 95% უნდა აღმოცენდეს, როდესაც აღმოცენების მაჩვენებელი ამაზე დაბალია, ის სათესლედ არ გადის. პროგრამის შედეგად მოცემული მასალის აღმოცენების მაჩვენებელი მხოლოდ 3% იყო, ეს არის კატასტროფა", - ამბობს ელიზაბეტ ფიოდოროვა, რომელიც სხვა ფერმერების მსგავსად დაზარალდა და ვისი ქონებაც დაყადაღებულია.

აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავენ, შეისწავლონ ეს საქმე.  რადგან მათი თქმით, ისინი "დიდი სახელმწიფო აფიორის" მსხვერპლები გახდნენ.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინა ხელისუფლების დამანგრეველ პოლიტიკას აგრძელებს. ისინი არ დაინტერესებულან იმ პროგრამით, რომელმაც ამდენად დააზარალა ხალხი. დაპირების მიუხედავად, დღემდე არავის ჩვენი საქმე არ შეუსწავლია, არც მიწის გადასახადი გადაუხედავთ, რომელიც 2010 წელს უკანონოდ გაზარდეს. ეს პროგრამაც ამ პოლიტიკის ნაწილი იყო," - ამბობს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^