მოსკოვში, ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს შენობასთან რუსი ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი დააკავეს. ინფორმაციას "ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს. ამასთან, ამ დრომდე უცნობია, რა მიზეზით დააკავეს რუსი ოპოზიციონერი.
მოსკოვში, ზამოსკვორეცკის სასამართლოში ე.წ. "ბალოტნაიას საქმეზე" დაკავებული რვა ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
"ბიბისის" ცნობით, სასამართლოს შენობასთან ომონისა და შინაგანი ჯარების სამხედროები არიან მობილიზებული. შენობასთან იმყოფებიან ბრალდებულების მხარდამჭერებიც.