უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტად იყრის კენჭს. ამის შესახებ განცხადება პარტია "უდარის" ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ვიტალი კლიჩკოს თქმით, ტიმოშენკოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა აღნიშნა რომ პრობლემას ვერ ხედავს.
"უბრალოდ მიკვირს რატომ უნდა გაუწიოს ორმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ერთამენთს კონკურენცია", - განცხადა კლიჩკომ.
იულია ტიმოშენკომ საპატიმრო 22 თებერვალს დატოვა. დღეს უკრაინის რადამ, პრემიერს ნასამართლეობა მოუხსნა, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე დახურა. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილოების სურვილი უკვე გამოთქვა ვიტალი კლიჩკომ.
წყარო - www.lb.ua