Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: ისლამის მიმართ მასწავლებლებს ძირითადად, ნეიტრალური და უმეტესად, ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ

31 მარტი, 2014 16:39

''განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება ისლამის მიმართ'' - ასეა შეფასებული პედაგოგების დამოკიდებულება ისლამის მიმართ "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის დროს მონაწილეებს უნდა დაეწერათ სამი ასოციაცია სიტყვაზე „ისლამი” და შემდეგ განემარტათ თითოეული მათგანი. EMC-ის კვლევის მიხედვით, ძირითადად, ორგვარი ასოციაცია იყო: ნეიტრალური და უმეტესად ნეგატიური.

ისლამის შესახებ ნეგატიურ დამოკიდებულებაში მასწავლებლების მოსაზრებებს შემდეგი შინაარსი და კონოტაცია გააჩნდა: ისლამის, როგორც „დამპყრობელი რელიგიის” წარმოჩინება საქართველოს ისტორიაში და თანამედროვე სამყაროში, საქართველოსთან ისლამის მტრული მიმართების ხაზგასმა, მუსლიმების ცხოვრების წესის განსხვავებულობა და სხვა. 

EMC-ის კვლევის მიხედვით, ნათელია, რომ მასწავლებელთა ცნობიერებაში ისლამი აღიქმება, როგორც დამპყრობელი რელიგია და მას იმთავითვე ნეგატიური შინაარსი აქვს. ასევე მიიჩნევენ, რომ ისლამის ისტორიის სახელმძღვანელოებიც ამგვარად არის წარმოჩენილი, რაც მოსწავლეებში ზრდის ისლამის თაობაზე უარყოფითი წარმოდგენების შესაძლებლობას.

„ - დავწერე, რომ როდესაც ისლამი მესმის, მახსენდება რელიგიური დაპირისპირებები, ჩვენი ისტორია.

- მეც იგივე დავწერე. დავწერე ისიც, რომ 21-ე საუკუნეში სიძულვილი აღარ არის მუსლიმსა და ქრისტიანს შორის”, - წერია კვლევაში.

„სიტყვა ისლამზე ყოველთვის უარყოფითი შეგრძნები მიჩნდება. ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა თითქოს ძალიან დიდი პატრიოტიზმი ჩადო მართლმადიდებლობის მიმართ"; „მე მაინც უფრო უარყოფითი დამოკიდებულება მიჩნდება ისლამის მიმართ. განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ და იმიტომ"; „დამყრობლური სახელმწიფოები შექმნეს. წიგნებიც ასეა შედგენილი. ძალადობა იყო ისლამი. ყოველთვის ცეხლით და მახვილით ავრცელებდა რელიგიას. ის მოძალადე რელიგიაა. დღესაც ეგრეა ბევრ ქვეყანაში. ასე მოიაზრებიან. ფუნდამენტალიზმია”;

„ - ისლამზე ასოციაციები: მე დავწერე პირველად მტერი. ეს გამახსენდა. ისტორიის მასწავლებელი ვარ და რა ვქნა პირველად ეს მახსენდება.

- ეს მუსლიმები ყოველთვის რაღაც ცუდ ასოციაციებს იწვევს ჩემში.

- არადა ბევრი კარგი შექმნეს", - წერია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებულ კვლევაში, პროექტის „საჯარო სკოლებში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^