პერუელი ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ვენესუელაში ჩავა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შეუერთდება. ლიოსა ვენსუელას ლიდერს ნიკოლას მადუროს კუბის მსგავსი დიქტატორული რეჟიმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. ლიოსა ამბობს, რომ მადუროს ქმედებები ლათინური ამერიკის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ემუქრება.
ანტისამთავრობო მანიფესტაციები კარაკასში გუშინაც გაიმართა. პოლიციამ ოპოზიოციონერი დეპუტატი მარია კორინა მაჩადო პარლამენტში არ შეუშვა და მისი მხარდამჭერები ძალის გამოყენებით დაშალა. ვენესუელაში საპროტესტო აქციები 4 თებერვლის შემდეგ გრძელდება. დემოსნტრაციების დროს 39 ადამიანი დაიღუპა.
წყარო - www.bbc.com