Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს კათოლიკე ეკლესია მედიას სთხოვს პაპის შესახებ დეზინფორმაცია არ გაავრცელონ

25 აპრილი, 2014 17:39

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის განცხადება:

"თავშივე აღვნიშნავთ, რომ კათოლიკე ეკლესია პატივს სცემს მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულებას. პრესა თავისუფალი უნდა იყოს მიკერძოებისა და რელიგიური ჯგუფების გავლენისგან, ის საზოგადოებას მისი ხვედრის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს, ფაქტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებით.

იმის მიუხედავად, რომ მიზნად არ გვაქვს ჩავერიოთ რომელიმე მედიის მუშაობასა და დამოუკიდებლობაში, საჭიროდ მიგვაჩნია თხოვნით მივმართოთ პრესის წარმომადგენლებს, მოერიდონ პაპი ფრანცისკეს ან რომელიმე კათოლიკე იერარქის განცხადებების გამოგონებას ან ცრუ წყაროებიდან თარგმანს (ამგვარი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ნებისმიერი რელიგიისადმი). ასეთი საქციელით მედია სიმართლეს ვერ გაუწევს ჯეროვან სამსახურს.

კათოლიკე ეკლესია აცნობიერებს პაპი ფრანცისკეს მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც მისი გამორჩეული მწყემსობის სტილიდან გამომდინარეობს. პრესა უზენაესი პონტიფექსის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს. თუმცა უცხოეთშიც და საქართველოშიც მოიძებნებიან ჟურნალისტები, რომლებიც მზად არიან საზოგადოებას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე შეასაღონ იმგვარი ინფორმაცია, რომელიც არც პაპსა და არც ვატიკანის პრესსამსახურს არ უთქვამს. ნამდვილად, პაპი ფრანცისკე საუბრობს თავისუფლად და ხშირად მისი ნათქვამის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია, ამას ყველა ჩვენგანი დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ათქმევინო პაპს ნებისმიერი რამ, და ხალხიც დააჯერო ამაში.

ჩვენ ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებსა და კეთილი ნების ყოველ ადამიანს, გადაამოწმონ ინფორმაცია რესპექტაბელურ წყაროებში, ან დაუკავშირდნენ კათოლიკე ქართველთა ადმინისტრაციას.
ვიმედოვნებთ, მომავალში დეზინფორმაციის გავრცელებასა და კათოლიკეთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას ადგილი აღარ ექნება.

ყველას გილოცავთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^