
აგლაონემა, მონსტერა, სპატიფილუმი, ზამიოკულკასი, სამოთხის ჩიტი, ბენჟამენის ფიკუსი, - ეს იმ ყვავილთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესაძენადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტენდერს აცხადებს.
ძალოვანი უწყება ყვავილებს დეკორატიულ ქოთნებთან ერთად უკვეთავს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 55 455 ლარია.