Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ საბანკო ანგარიშებიდან თანხების ქურდობაში ბრალდებული პირი დააკავა

12 მაისი, 2014 12:51

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვო დამზადება-შენახვის და საბანკო ანგარიშებიდან ფულადი თანხების ქურდობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 აპრილს თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდა. სამართალდამცავებმა ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები ამოიღეს. 

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მარტს თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბანკომატზე დაამონტაჟა ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც ამავე ბანკის 329 მომხმარებლის საბანკო მონაცემები უკანონოდ მოიპოვა. მოპოვებული მონაცემებით პლასტიკური ბარათების ყალბი ასლები თურქეთში დაამზადებინა. მოგვიანებით კი გაყალბებული 19 ბარათით თანხების განაღდებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ბანკომატებიდან ცდილობდნენ.

აღნიშნული სქემით, ლევან მ-მ ერთ-ერთი ბანკის 9 მომხმარებლის კუთვნილი თანხები – 3260 ლარის ოდენობით თბილისში, სხვადასხვა ბანკომატიდან გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული მოწყობილობები, მეხსიერების ფლეშ ბარათები და 22 ცალი ყალბი პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მონაცემებისა და დაშვების კოდების უნებართვო დამზადება-შენახვის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^