Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრანსუა ოლანდი: "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლავ პრობლემაა"

14 მაისი, 2014 13:19

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კვლავ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც,- ამის შესახებ გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებამ სრული ასახვა ვერ ჰპოვა.

"2008 წელს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო და გაჩერებულიყო ომი, მაგრამ ვნახეთ, რომ ოკუპაციას მაინც აქვს ადგილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისევ მისაღწევია, ასევე მაშინ დადებულმა შეთანხმებამ, რეალურად, სრულად ასახვა ვერ ჰპოვა", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

მისივე თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს - გამოხატოს საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭიროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^