დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაშველებმა დარიალჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს. ერთ-ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად კი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.