შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური უარყოფს კახეთის რეგიონულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის მიხედვითაც ქალაქ გურჯაანში, 19 წლის ორსული, ნინო ზ. მეუღლის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად გარდაიცვალა.
გაზეთ "სპექტრის" ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალების ფაქტი თელავის რეფერალურმა საავადმყოფოში დაადასტურეს. "ლიბერალთან" ფეხმძიმე გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც, მისი თქმით, „მიმდინარეობს მოკვლევა“.
„შესაძლოა მშობიარობას გადაჰყვა, ან სხვა მიზეზით გარდაიცვალა, მკვლელობა არ მომხდარა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.