Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები: პოროშენკო 55% - ტიმოშენკო 13%

27 მაისი, 2014 12:36

უკრაინის საპრეზიდენტოს არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 55%-ით პეტრე პოროშენკო ლიდერობს, მეორე ადგილზე კი თითქმის 13 %-ით ქვეყნის ექს-პრემიერი, იულია ტიმოშენკოა.

პარალელურად კიევის მერის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე 56,26%-ით პარტია " УДАР"-ის ლიდერი ვიტალი კლიჩკოა.  

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი არ არის.  

"ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ არსებობს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა. უკრაინის ახალი პრეზიდენტი 2014 წლის 25 მაისს ავირჩიეთ. მას შემდეგ, რაც ყველა კანონიერი პროცედურა დასრულდება, პეტრე პოროშენკო ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება", - აღნიშნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. 

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის რადამ მას შემდეგ დანიშნა, რაც 2014 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პოსტიდან გადააყენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^