Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის სამინისტრო: "პრემიების შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა"

27 მაისი, 2014 13:55

კულტურის სამინისტრო ბოლო დროს პრემიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს, მინისტრები ხელფასებთან ერთად დიდი ოდენობით პრემიას იღებენ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ყველა მინისტრის ხელფასი ერთნაირია და შეადგენს - 3500 ლარს.

2013 წლის მარტიდან წინა ხელისუფლებაში დამკვიდრებული წესი შეიცვალა და ყოველთვიური პრემიების დანიშვნის პრაქტიკა გაუქმდა.  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებით, 2013 წლის მარტიდან საქართველოს მინისტრებს ხელფასებთან ერთად  დაენიშნათ ყოველთვიური ფიქსირებული თანხა - სახელფასო დანამატი. სახელფასო დანამატი მინისტრების არანორმირებული სამუშაო დღისთვის ხელფასზე დამატებული თანხაა და არა - ფულადი ჯილდო. 

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი - თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით".

ხოლო, 2014 წლის იანვრიდან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებულებით, მინისტრთა კაბინეტის წევრების სახელფასო დანამატი თითქმის, ორჯერ შემცირდა -  მინისტრთა სახელფასო სარგო, ნაცვლად 6300 ლარისა, სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდა.

ანუ დღეისათვის საქართველოს ყველა მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი აბსოლუტურად თანაბარია. 

ფიქსირებული სახელფასო დანამატის შემოღებამ დაასრულა წინა ხელისუფლების არაჯანსაღი პრაქტიკა, როცა მინისტრების შემოსავალი დიდი ოდენობის პრემიებით იყო გაზრდილი. 

პრესაში და სოციალურ ქსელებში მინისტრთა კაბინეტის პრემიების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მიზანმიმართულ კამპანიას ჰგავს, რომელიც ახალი მთავრობის იმიჯის შელახვას ემსახურება.

დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^