Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: "RMG Gold"-ის ლიცენზიასთან დაკავშირებით კორუფციის ნიშნები იკვეთება"

06 ივნისი, 2014 15:34

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის – “საყდრისი-ყაჩაღიანი: კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე” – პრეზენტაცია წარმოადგინა.  კვლევა ორ უმთავრეს საკითხს ეხება. პირველი:  საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ხოლო მეორე – საზოგადოებისთვის ამ დრომდე ნაკლებად ცნობილ, სახელმწიფოს მიერ გაცემულ (გაგრძელებულ) იმ ლიცენზიას, რომელიც მნიშვნელოვანია საყდრისი-ყაჩაღიანზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად. კვლევაში წარმოდგენილია ასევე ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად არიან ჩართულები ძვირფასი ლითონების მოპოვების პროცესში.  

კველვამ აჩვენა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, შპს „RMG Gold“-ს ლიცენზიის შეძენის დროს არ უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური გათვლა საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე, რადგანაც 2009 წელს, როცა ლიცენზია კომპანიის ხელში გადავიდა, საყდრისი-ყაჩაღიანი უკვე წარმოადგენდა ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ეს გარემოება კი, ობიექტზე მსხვლმაშტაბიანი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

შპს „RMG Gold“-ის ლიცენზიის მოქმედების უფასოდ გაგრძელება და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედება აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა ლიცენზიის გაგრძელების დროს კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონოდა კორუფციულ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;  

წიაღის მომპოვებელი ყველა ის კომპანია, რომელიც საიას მიერ კვლევის დროს იქნა შესწავლილი, საბოლოოდ ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ყველა მათგანის უკან კვიპროსში რეგისტრირებული ,,Pamtilon Holding Limited''-ი დგას. თუმცა უცნობია, ვინ დგას თავად ამ კომპანიის უკან;

,,Pamtilon Holding Limited''-ის მიერ დაფუძნებული კომპანიების და ამ კომპანიების შვილობილ კომპანიებში (როგორც მმართველობით ორგანოებში, ასევე სამეთვალყურეო საბჭოებში), დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილნი  არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იმ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც ხდებოდა წიაღით სარგებლობის მიზნით ლიცენზიების გაცემა.

საყდრისი-ყაჩაღიანთან, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, 2013 წლის 28 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ თერთმეტკაციანი კომისიის შექმნა წინააღმდეგობაში მოდის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთან, კომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და იმსჯელა ისეთ თემებზე რომელთა შესახებაც მსჯელობა კომისიისთვის არავის დაუვალებია;

თერთმეტკაციანი კომისიის დასკვნა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა, არ წარმოადგენდა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი ხასიათის დოკუმენტს. შესაბამისად, სამინისტროს თავისუფლად შეეძლო, კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასახული მტკიცებულებების მართებულობა, კომპეტენციის ფარგლებში, გადაემოწმებინა როგორც სამინისტროში არსებული _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს _ საშუალებით, ასევე, უშუალოდ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან. თუმცა კომისიის დასკვნის გადამოწმება არ მომხდარა;  

საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების მიზნით, სამინისტროს მიერ შპს „RMG Gold“-ზე გაცემული დადებითი დასკვნის მომზადების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესები;  

სამინისტრომ ისე მისცა „RMG Gold“-ს საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება, რომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა სამინისტროს სისტემაში არსებული არქეოლოგიური სექციის დასკვნა;  

სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუტარებიათ ქმედითი და ეფექტური ღონისძიებები საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით;   კვლევაში განხილული საკითხების ანალიზი, შეჯამების სახით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გაკეთების საშუალებას იძლევა. კერძოდ:  

როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეფექტური ზომები უნდა მიიღოს საიმისოდ, რომ სავალდებულოდ ღია გახდეს ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების დამფუძნებლების და რეალური მესაკუთრეების შესახებ;

სამართალდამცავი ორგანოები დროულად უნდა დაინტერესდნენ „RMG Gold”-ის ლიცენზიის გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისას ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციული ტიპის გარიგებას ან სხვა სახის კანონდარღვევას. ამასთან, ხელისუფლებამ ღიად უნდა განაცხადოს, თუ რა გარემოებების საფუძველზე გაუგრძელა უფასოდ „RMG Gold”-iს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე;

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში, ხელისუფლებამ სრულად უზრუნველყოს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო მნიშვნელობის ექსპერტების ჩართულობა და ობიექტური დასკვნის მომზადება; 

აუცილებელია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ დროულად დაიწყოს და ეფექტურად წარმართოს გამოძიება;  

კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს როგორც ფართო დისკუსიების გამართვა, ისე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საჯაროობა,"- აღნიშნულია საიას მიერ ჩატარებულ კვლევაში. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^