ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გულისხმობს ყველა ორსულის უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში – რკინის პრეპარატებით, ორსულობის 26 კვირიდან. პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა ორსულს მოქალაქეს.
ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში ან მისი დადგენისთანავე, ორსულმა უნდა მიმართოს ანტენატალური მეთვალყურეობის მიმწოდებელ დაწესებულებას; ორსულობის დადასტურების შემთხვევაში, დაწესებულების ექიმი განსაზღვრავს (გაითვლის) ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობას. ამის შემდეგ ორსულმა უნდა მიმართოს სააგენტოს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და დარეგისტრირდეს, როგორც ვაუჩერის მიმღები, რაც ავტომატურად ანიჭებს ორსულს ფოლიუმის მჟავის უსასყიდლოდ მიღების უფლებას; ვაუჩერის აღებისთანავე ორსულს შეუძლია მედფარმის აფთიაქებში ქვეყნის მასშტაბით ფოლიუმის მჟავის მიღება.
ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში, ორსული, იტარებს რკინადეფიციტური ანემიის კვლევას (აღნიშნული კვლევას არ ანაზღაურებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა. ის ანაზღაურდება პაციენტის მხრიდან);
ორსულმა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით უნდა მიმართოს სააგენტოს და დარეგისტრირდეს რკინის პრეპარატის მიმღებად;
რეგისტრაციისთანავე ორსულს/მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია მიიღოს რკინის პრეპარატი მედფარმის აფთიაქებში ქვეყნის მასშტაბით.