Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვს

20 ივნისი, 2014 16:59

თბილისის საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს ნაგავსაყრელის დახურვას და ახალი პოლიგონისთვის ტერიტორიის გამოყოფას ითხოვს. 

დღეს ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ინიციატივით სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წევრებს, გლდანი-ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძესა და სხვა პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის დახურვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენლებმა კი ნაგავსაყრელის დახურვასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს. 

მათი განმარტებით, ნაგავსაყრელი თავის დროზე დარღვევებით აშენდა. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტებით, ნაგავსაყრელი საერთაშორისო აეროპორტიდან 10-12 კმ მანძილზე უნდა იყოს დაშორებული. დიდი ლილოს ნაგავსაყრელი კი აეროპორტიდან 7 კმ-ში მდებარეობს. 

გულიკო ზუმბაძის განმარტებით, დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნის გარეშე აშენდა.

"უგულავას ინიციატივით, დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გლდანიდან 2010 წელს გადაიტანეს. სახნავ-სათეს მიწებზე, კერძო საკუთრებაზე მოსახლეობას დღესაც მისდით მიწის გადასახადი. მოსახლეობა აპროტესტებდა ამას. ხალხს შეპირდნენ ნაგვის გადამამუშავებელ ულტრათანამედროვე ქარხანას და მივიღეთ ღია ნარჩენების პოლიგონი, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. აბინძურებს ჩამდინარე წყლებსა და გარემოს. აუცილებელი და გადაუდებელია ამ პოლიგონის დახურვა. ჩვენ მივმართავთ საკრებულოს სპეციალური დადგენილება გამოიტანოს და მიმართოს თბილისის მერიას, ნარჩენების ახალი პოლიგონის მშენებლობისთვის ტერიტორია გამოყოს", - დასძინა ზუმბაძემ. 

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი რამდენიმე ტერიტორიას განიხილავს. ამასთან, ზუმბაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესარჩევად საჭიროა დასკვნას დადებს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ობიექტის მშენებლობა. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^