პატიმართა შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქორიძე ოფიციალურად წარადგინა.
შეგახსენებთ, პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. ელისაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.