„ლიბერალი“ სამუშაოდ იწვევს რეპორტიორებსა და რედაქტორს ვებგვერდ liberali.ge-ზე ახალი ამბების განყოფილებისთვის.
მოვალეობები:
რეპორტიორებისთვის - ვებგვერდ liberali.ge-სთვის ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.
რედაქტორისთვის - ახალი ამბების ჯგუფის ხელმძღვანელობა. პარალელურად ახალი ამბების უშუალოდ მომზადება.
მოთხოვნები:
რეპორტიორებისთვის -
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში;
- გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში (სასურველია);
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ახალი მედიის ინსტრუმენტების ფლობა;
- ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.
რედაქტორისთვის
ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებთან ერთად:
- როგორც ინგლისური, ისე რუსული ენების ფლობა;
- ახალი ამბების მომზადების და ახალ ამბებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- კანდიდატის რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი. 18 საათი.
ანაზღაურება:
ჟურნალისტები - თვეში 625 ლარი (დაუბეგრავი).
რედაქტორი - თვეში 1250 ლარი (დაუბეგრავი).
ვაკანსია ცხადდება 3 ჟურნალისტის და 1 რედაქტორის პოზიციაზე.
განაცხადები უნდა გაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@liberali.ge
განაცხადის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება! („რედაქტორი“ ან „ჟურნალისტი“)
„ლიბერალის“ რედაქცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო კონსულტაციები არ გაიმართება.
"ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინგამოცემაა. “ლიბერალი” მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს, მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.