
უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსეთის გარკვეული კომპანიებისთვის ახალი სანქციების შემოღების თაობაზე განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა გააკეთა.
კანადის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები „გაზპრომბანკს“, „ვნეშეკონომბანკს“ და რუსეთის სიდიდით მეორე გაზის მწარმოებელს, „ნოვატეკს“ შეეხება. კანადამ სანქციები რუსეთის რამდენიმე რუსულ კომპანიასაც დაუწესა, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არიან წარმოდგენილი.