Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს რიგით მეოთხე ანგარიშის დასკვნას აქვეყნებს

25 ივლისი, 2014 20:51

საქართველოს რიგით მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნაში წარმოდგენილია კომიტეტის მოსაზრებები ისეთ საკითხებზე როგორებიცაა,  ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, ოჯახში ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების უფლებები და სხვა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ საჭიროა, სახელმწიფომ სახალხოდამცველი ოფისიმზარდიფინანსურიდაადამიანურირესურსებით უზრუნველყოს, რათა მან ახალიროლი ეფექტურად განახორციელოს. მასში ასევე საუბარია იმაზეც, რომ სახალხოდამცველს შესასრულებლადსავალდებულო რეკომენდაციების გაცემის ძალაუფლება უნდა მიენიჭოსდა შექმნას დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანო, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის შესრულების მონიტორინგს განახორციელებს. 

"უზრნველყოს, რომადეკვატურადდაისაჯონსამართალდამრღვევები. დისკრიმინაციისმსხვერპლებსჰქონდეთეფექტურიდაადეკვატურისამართლებრივიდაკმაყოფილება. აამაღლოსცნობიერებაფართოსაზოგადოებაშიდისკრიმინაციისყველაფორმისაღმოფხვრისშესახებკანონისადადისკრიმინაციისთვისდაწესებულისასჯელისშესახებ".  

კომიტეტის რეკომენდაციით, სახელმწიფომ დამატებით უნდა გააუმჯობესოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან ადამიანების ადეკვატური დაცვა პრაქტიკულად უზრუნველყოს.

დასკვნის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ყველა ფორმის სტიგმასთან საბრძოლველად ეფექტური ღონისძიებები გაატაროს. 

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ლგბტ ადამიანების პრაქტიკულ ცხოვრებაში ეფექტიანად დაცვა და სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებული ნებისმიერი სახის ძალადობის გამოიძიება, გასამართლება და დასაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად. მან ასევე უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა მოხდეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების პრაქტიკაში გამოყენება ლგბტ ადამიანების და მათი დამცველების მიერ“.

დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას რწმენისა და რელიგიის თავისუფლება. ასევე, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები: „მკაცრად დაგმოს ნებისმიერი სახის ძალადობის ან სიძულვილის ენის გამოყენება რელიგიური ჯგუფების მიმართ და მიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რომლის მიზანის იქნება ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განსხვავებულობის შემწყნარელობის სტიმურილება". 

მასში საუბარია იმაზეც, რომ მსგავს დანაშაულებს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, გამოძიება სრულყოფილად უნდა ჩატარდეს და ადეკვატური სასჯელები უნდა გამოიყენენონ. მასში ასევე საუბარია მსხვერპლთა ადეკვატურად კომპენსირებაზეც.

"სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს რელიგიური უმცირესობების სალოცავებისა და სხვა ქონების რესტიტუცია და რესტიტუციის შეუძლებელობის შემთხვევაში გადაეცეთ ადეკვატური კომპენსაცია“,- ვკითხულობთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნის მიმოხილვაში. 

 

 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^