Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა პრობლემები დახვდა ფშავ-ხევსურეთში სახალხო დამცველს

31 ივლისი, 2014 13:25

სახალხო დამცველი რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა შეხვედრები გამართა ჩარგალში, ბარისახოსა და შატილში, სადაც მოსახლეობის ძირითად პრობლემას გზების ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და კომუნიკაციების გაუმართავობა წარმოადგენს.

ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, რამდენიმე სოფელში არ არის სამანქანო გზა. შატილში უკვე რამდენიმე წელია აღარ დაფრინავს ვერტმფრენი, რის გამოც ზამთრის პერიოდში ხევსურეთი სრულიად მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს.

ფშავში არ არის აფთიაქი, ხოლო ამბულატორია, რომელიც მაღაროსკარში მდებარეობს  17 სოფელს ემსახურება. რეგიონში მხოლოდ ერთი ექიმია, რომელიც შესაბამისი ტრანსპორტის უქონლობის გამო რიგ სოფლებში მისვლას ვერ ახერხებს.

ამორტიზებულ მდგომარეობაშია ბარისახოს საჯარო სკოლის შენობაც, სადაც არ არის შესაბამისი ინვენტარი. სასწავლო დაწესებულება სახალხო დამცველის შეფასებით არ შეესაბამება სტანდარტებს. სარემონტოა ასევე ჩარგალში არსებული მუზეუმი.

რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, პრობლემებია ასევე კომუნიკაციასთან დაკავშირებით. პრობლემას წარმოადგენს  სასმელი წყალიც. კვირაობით ვერ ხერხდება ნაგვის გატანა. არ არის ინტერნეტი, ამ დრომდე არ არის გაზიფიცირებული სოფლები.

კვლავ პრობლემად რჩება დასაქმება, რის გამოც თანდათან სოფლები იცლება, განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა საზღვრისპირა სოფლებში დგას.

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს მთიან რეგიონებში დაუყოვნებლივ იქნას მიღებული  მთის კანონი. ომბუდსმენი ასევე მიმართავს ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს დაინტერესდნენ ფშავ–ხევსურეთში არსებული მდგომარეობით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^