Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი პეტრიაშვილი: „40 გრადუსის ზემოთ მუშაობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს“

18 აგვისტო, 2014 16:11

„40 გრადუსის ზემოთ მუშაობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ნებისმიერი ექიმი დაადასტურებს, რომ ასეთ სიცხეში ადამიანის ფიზიკურად დატვირთვა არ შეიძლება. მომუშავე ადამიანს სამსახურში შესაბამისი პირობები უნდა შეექმნას", - ამის შესახებ „ლიბერალს" საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ  უთხრა.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შრომის კოდექსი ადამიანის სამუშაო პირობებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის - მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლო რისკებს.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, 2013 წელს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა არ მიიღო, 2006 წლამდე მოქმედი შრომის კოდექსი კი ამას, ითვალისწინებდა. პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებების ახალი პაკეტის შემუშავებისას მაღალი ტემპერატურის დროს სამუშაო პირობები აუცილებლად ჩაიწერება.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, ასეთი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სამუშაოს შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს.

მაგალითად, შარშან ნეაპოლის პრემიერმა მაღალი სიცხის გამო უქმე დღეები გამოაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, ეს ისრაელშიც დამკვიდრებული პრაქტიკაა, საქართველოში კი ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი სიცხეა მოსალოდნელი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა კახეთში დაფიქსირდება - საშუალოდ, 41 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსს მიაღწევს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^