ებოლას ვირუსისგან ნიგერიელი პაციენტი განიკურნა. ნიგერიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტმა დასკვნითი გამოკვლევები გაიარა და სრულად ჯანმრთელია. ინფორმაციას The Health Site ავრცელებს.
„ვირუსი კიდევ ხუთმა პაციენტმა დაძლია. 12 დადასტურებული შემთხვევიდან 4 გარდაიცვალა. ლაგოსში 189 ადამიანი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მათ დასნებოვნებულებთან ჰქონდათ ურთიერთობა", - აცხადებს ნიგერიის ჯანდაცვის მინისტრი
პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში ებოლას ვირუსულ ბაქტერიებს ანადგურებს, პირველად 14 აგვისტოს გამოიყენეს.
წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი ლიბერიელი პატრიკ სოიერიდან გავრცელდა, რომელიც 20 ივლისს გარდაიცვალა. მომდევნო მსხვერპლი მისი ექიმი იყო.