Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვის კანონში შესატანი ცვლილებები კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციას ემსახურება

18 აგვისტო, 2014 19:49

„მთავრობამ, თავდაცვის სამინისტროს ავტორობით, თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი შემოიტანა და მისი განხილვა ჩვენ შევაჩერეთ", - აღნიშნა „ლიბერალთან" საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, უპირველესად ცვლილებები ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ ორგანულ კანონში უნდა შევიდეს.

„თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, მას შემდეგ უნდა შევიდეს, რაც პარლამენტი ორგანულ კანონში მიიღებს შესწორებებს, რომელიც თავდაცვის სფეროში პრეზიდენტის ფუნქციებსაც  განსაზღვრავს“, - აცხადებს სესიაშვილი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროებას კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებით ხსნის.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელსაც კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციას ვუწოდებთ“, - ამბობს სესიაშვილი.

ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, უფლებების შესაძლო შეზღუდვის შესახებ საუბრისგან თავს იკავებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პარლამენტში განხილვამდე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისგან თავს იკავებს.

თავდაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს მთავრობა მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის კომპეტენციაა. ამასთან, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პრეზიდენტი გენერალური შტაბის დებულებას აღარ დაამტკიცებს, ხოლო გენერალური შტაბის ხელმძღვანელი არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის სამინისტროს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^