Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სევდია უგრეხელიძე - არქიტექტურის სამსახურის უფროსი კანონდარღვევით ინიშნება

19 აგვისტო, 2014 21:00

„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო ღოღობერიძის დანიშვნას ეწინააღმდეგება. 
 სევდია უგრეხელიძის თქმით, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კანონის დარღვევით ინიშნება.

„არ შეიძლება არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ამ წესით დანიშვნა. აუცილებელია, ამ თანამდებობაზე დანიშვნისთვის გამოცხადდეს კონკურსი. დანიშვნას საკრებულო ახორციელებს, მაგრამ შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის წესით. ძალიან ბევრი არქიტექტორია თბილისში, რომელიც კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას, თავიანთ ხედვებს წარმოადგენდა და კონკურსის წესით კანონის შესაბამისად იქნებოდნენ შერჩეული", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. 

ამ საკითხზე განმარტება გააკეთეს საკრებულოშიც. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის თქმით, ნინო ღოღობერიძე არა არქიტექტურის სამსახურის უფროსის, არამედ მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დაინიშნება, რასაც კონკურსის გამოცხადება არ სჭირდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^