Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემეტრაშვილი: კონსტიტუცია პრეზიდენტის ფუნქციების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებს არ ითვალისწინებს

20 აგვისტო, 2014 18:33

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებათა პროექტი არსებული სახით დამტკიცდა, პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქცია დაკნინდება, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი.

კონსტიტუციონალისტის თქმით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტი სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ეროვნული უშიშროების ძალების ხელმძღვანელად რჩება. დემეტრაშვილის განმარტებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ზუსტად ისევე არის განსაზღვრული, როგორც აქამდე იყო.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციით, არავითარი ამგვარი ცვლილება არ გამომდინარეობს. დაბეჯითებით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის, საპარლამენტო მდივანს, პრეზიდენტის როლი სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში არასწორად ესმით. მიაჩნიათ, რომ ახალი რედაქციით, შექმნილია კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც ასე ნამდვილად არ არის. არსებულ მოდელს შეიძლება შერეული მმართველობის სისტემა დავარქვათ, სადაც პრეზიდენტს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები აქვს, განსაკუთრებით თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში. ამიტომ, სახელმწიფო მექანიზმში პრეზიდენტის როლის შესახებ საუბრისას, მთავრობა კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს“ - აცხადებს დემეტრაშვილი.

როგორც დემეტრაშვილი ამბობს, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, უშიშროების საბჭოს შესახებ არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ. მისი აზრით, ამჟამად მიმდინარეობს უშიშროების საბჭოს ფუნქციებისა და, შესაბამისად, პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ფუნქციების შემცირება. „ეს ძალიან კარგად ესმით პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, ამიტომ პრეზიდენტის აზრით, თავდაცვის, უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხებზე უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელოს და არა მთავრობაში არსებულმა კრიზისების მართვის საბჭომ", - თქვა დემეტრაშვილმა.

დემეტრაშვილი იმ ბერკეტების შესახებ საუბრობს, რომელიც პრეზიდენტს მისი უფლებამოსილების შემცირების წინააღმდეგ აქვს. 

„ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შეეძლება,  მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც კომპეტენციის საკითხს განიხილავს.  დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ახალი რედაქციით მიხედვით, პრეზიდენტი არ არის საპარლამენტო მოდელის პრეზიდენტი, მას აქვს შესაძლებლობა განიხილოს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებში, როგორც უმაღლეს მთავარსარდალსა და მაღალი ლეგიტიმაციის პირს“ - განუცხადა „ლიბერალს“ დემეტრაშვილმა.

დემეტრაშვილის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება კი ეფექტიანი ნაბიჯი ვერ იქნება, რადგან პარლამენტი მის დაძლევას შეძლებს. 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქციების გადახედვა დღის წესრიგში, არ დამდგარა, იქიდან გამომდინარე, რომ წოდება - მთავარსარდალი სიმბოლური ხასიათისაა". 

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი თავდაცვის შესახებ კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტი გენერალური შტაბის დებულებას აღარ დაამტკიცებს, ხოლო გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი მრჩეველია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^