Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ბაქრაძე: ყველა ჩემი ანგარიში კანონიერია

20 აგვისტო, 2014 20:45

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გუშინ მისი საბანკო ანგარიშების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ბაქრაძის განცხადებით, მისი არც ერთი ანგარიში უკანონო არ არის და შემოსავალი თანამდებობის უკანონო გამოყენებით არ მიუღია. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თავისი ოჯახის წევრების შემოსავლის წყაროს განმარტავს: „2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის. სახლის მესაკუთრე გახლდათ ჩემი სიმამრი, ლერი მეტრეველი. შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი.

სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე.

ასეთ ბანკად შერჩეულ იქნა HSBC, რომელსაც იმ პერიოდში თბილისში ჰქონდა ოფისი და შესაბამისად, შესაძლებელი იყო ანგარიშის ადგილზე გახსნა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მაღალი რეპუტაციის ბანკი, HSBC ამოწმებს ყველა საბანკო შენატანის კანონიერებას. შესაბამისად, შემოწმდა აღნიშნული თანხაც და დადასტურდა, რომ ის წარმოადგენდა მართლაც სახლის გაყიდვით მიღებულ კანონიერ შემოსავალს."

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, სახლი 2002 წელს არის გაყიდული, ადასტურებს, რომ შემოსავალს მის პოლიტიკურ თანამდებობასთან კავშირი არ აქვს. 

„2002 წელს პოლიტიკასთან საერთოდ არანაირი შეხება არ მქონდა", - აცხადებს ბაქრაძე. 

ბაქრაძის შეფასებით, საქართველოში მოსმენის, თვალთვალისა და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების დაუსჯელი პრაქტიკა გრძელდება.

„ის ფაქტი, რომ სრულიად გაურკვეველი გზით მოხდა კერძო წერილის გახსნა, წაკითხვა და ყალბი ანგარიშით ინტერნეტში ატვირთვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ საქართველოს ხელისუფლება ფართოდ იყენებს და ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტების დევნასა და თალთვალს, აგრეთვე პირადი შურისძიების მიზნით პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკას“, - აცხადებს ბაქრაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^